შვეიცარიელი პერკუსიონისტის ლუკას ნიგლის ტრიო აერთიანებს ახალგაზრდა თაობის სამ დამოუკიდებელ მუსიკოსს, რომლებიც ერთის მხრივ მრავალ განსხვავებულ სტილისტურ კალაპოტში მუშაობენ, ამავე დროს კი საკუთარ გზას იკაფავენ ახალ და ჯერ აუთვისებელ გაუკვალავში. სწორედ ZOOM -ში ახერხებს ლუკას ნიგლი, ერთმანეთს შეურწყას თავისი ორივე გატაცება – ჯაზი და თანამედროვე მუსიკა. ეს არის მცირე, მოქნილი შემადგენლობა, რომელიც დაუღალავად დაქრის დღევანდელი მუსიკის მწვერვალებზე უფსკრულებში, ხან ტრადიციას მოუხრის ქედს, ხანაც ჯერ განუცდელში გადაეშვება, ონავრული იუმორით, რომელიც იმის საწინდარია, რომ სერიოზულობა არასდროს გადაქანდეს პათეტიურობაში. ლუკას ნიგლის კომპოზიციები აწონ-დაწონილი და ნაფიქრია, ჟონგლირებს სხვადასხვა დრამატურგიული და ენერგეტიკული მომენტებით, ერთდროულად სიმსუბუქეც ახლავს და სიმძლავრეც. დაკვრის სიხარული, ლამაზი „ანსამბლური ქიმიით“ შეზავებული, ყოველ ჯერზე ახალი შუქით ფერავს პიესების ჟღერადობას.