ვერა კაპელერი დაიბადა 1974 წელს. 1995-1999 წლებში სწავლობდა კლასიკურ ფორტეპიანოს ვინტეტურის კონსერვატორიაში, რომელიც პედაგოგიური დიპლომით დაამთავრა. მანამდეც და პარალელურადაც სწავლობდა ბაზელის ჯაზის სკოლაში ჰანს ფაიგენვინტერთან და ლესტერ მენეზესთან. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში ჯაზის, ფოლკის და თავისუფალი იმპროვიზაციის მრავალნაირ ფორმაციაში. მისი აქტუალური ანსამბლებია: დუეტი "Bergerausch" მომღერალ ბეტინა კლოეტისთან ერთად (ძველი და უცნობი შვეიცარული ხალხური სიმღერების შესრულების გარდა თხზავენ მუსიკას სხვადასხვა ავტორების, მაგალითად, ადოლფ ვოლფლის ტექსტებზე); კვარტეტი "Tuliaisia" მომღერალ მარიან რასინთან ერთად (შვედური და ფინური ხალხური სიმღერები), ტრიო "The Rosewood Case", ვერა-კაპელერ-ტრიო, და საქსოფონისტ საშა შონჰაუზთან ერთად (ძველი შვეიცარული და რუსული სიმღერები).