ტრიო Trafique ერიდება დიდი ხნის გატკეპნილ ბილიკებს, არც ჩქარ გასასწრებ ზოლს ეტანება და არც უხიფათო სწორ გზას, ვითომ ასე მალე რომ მივყავართ მიზნამდე მუსიკალურ ბიზნესში. თამრიკო კორძაიას (ფორტეპიანო), ჰუგო სმიტს (ჩელო) და რაფაელ კამენიშს (საქსოფონები) გზისპირა თავგადასავლები ურჩევნიათ, ხიფათით და დაბრკოლებებით აღსავსე. ეს თავბრუდამხვევი ქროლვა თანამედროვე მუსიკის რეპერტუარში, ხანდახან მცირე შესვენებებით ტრანსკრიფციისა არანჟირების პატარა სადგურებზე, ხომ გაცილებით უფრო საინტერესოა, რადგან ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენები ელით. თან მარტონი არ ადგანან გზას – სხვა დარგების ხელოვანთაც სიამოვნებით დაიმგზავრებენ ხოლმე და, რა თქმა უნდა, მსმენელსაც, რომელიც ინტერესით მისდევს მოსახდენს.