სულხან ცინცაძის სახელობის (წინათ საქართველოს სახელმწიფო) სიმებიანი კვარტეტი დაარსდა 1966 წელს თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა – კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშვილის (ვიოლინოები), ნოდარ ჟვანიას (ალტი) და ოთარ ჩუბინიშვილის (ჩელო) მიერ. საერთაშორისო აღიარებას მათ 1973 წელს ბუდაპეშტში, ლეო ვაინერის კონკურსზე მიაღწიეს, სადაც ძირითადი კონკურსის I პირველი პრიზი და დამატებით სპეციალური პრიზი მოიპოვეს თანამედროვე მუსიკის შესრულებაში. აქედან მოყოლებული, ჰქონდათ ურიცხვი გამოსვლა მთელს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. 1980 წელს კვარტეტის მუსიკოსებს უმაღლესი საბჭოთა ჯილდო – სახალხო არტისტების წოდება მიენიჭათ. ამსამბლმა უამრავი ფირფიტა აქვს გამოცემული. ამას გარდა, ოთხივე მუსიკოსი თბილისის კონსერვატორიაში ასწავლის. სულხან ცინცაძის სახელობის კვარტეტის რეპერტუარი ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს ნაწარმოებებს ადრეული კლასიკიდან (ჰაიდნი, ბეთჰოვენი) თანამედროვე მუსიკამდე, განსაკუთრებული ადგილი კი მასში დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს უკავია.