2004 წელს შოთა გოგოძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (დავით ჯიშკარიანის კლასი). სხვადასხვა წლებში იყო ვლადიმერ სპივაკოვის ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი. 2000-2001 წლებში სტაჟირებას გადიოდა ქალაქ ნიცის (საფრანგეთი) კონსერვატორიაში. ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტია.