რუსუდან მეიფარიანი დაიბადა თბილისში, სწავლობდა ფორტეპიანოს მანანა დოიჯაშვილთან. მოგვიანაბით წავიდა გერმანიაში და სწავლობდა კომპოზიციას ვოლფგანგ რიმთან კარლსრუეში და შემდეგ, სტუდენტური გაცვლით, ლასე თურესენთან ოსლოში. ამ პერიოდში დაინტერესებული იყო თანამედროვე და შუა საუკუნეების მუსიკით, როკით, სხვადასხვა ქვეყნების მუსკალური კულტურებით. რამდენიმე წელია დაკავებულია ექსპერიმენტული ძიებით ერთის მხრივ - საკუთარი ხმის, მისი ინდივიდუალური ჟღერადი და გამომსახველობითი შესაძლებლობების, მეორეს მხრივ - მრავალხმიანობის სხვადასხვა ფორმების სფეროში.