რეზო კიკნაძე დაიბადა 1960 წელს თბილისში, კომპოზიტორი და საქსოფონისტია. სწავლობდა თბილისში ჯერ კლასიკურ ფილოლოგიას უნივერსიტეტში, შემდეგ კომპოზიციას მიხეილ შუღლიაშვილთან; ინტენსიურად მისდევდა ერთის მხრივ ჯაზს, მეორეს მხრივ კი ტრადიციულ ქართულ მუსიკას, გალობდა ანჩისხატის გუნდში. მოგვიანებით წავიდა გერმანიაში, სწავლობდა კომპოზიციას ფრიდჰელმ დოელთან და ელექტროაკუსტიკურ მუსიკას დირკ რაითთან; ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში როგორც კომპოზიტორი, პედაგოგი და საქსოფონისტი ჯაზის, თანამედროვე მუსიკის, თავისუფალი იმპროვიზაციისა და ელექტროაკუსტიკური მუსიკის მრავალ სხვადასხვა ფორმაციაში, აქვს ერთობლივი პროექტებიც ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლებთან.