რაჰელ კუნცი სწავლობდა რუდოლფ ბამერტთან ციურიხში და აიდა სტუკი-პირაჩინისთან ვინტერტურის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში. დამატებით აქტიურად მონაწილეობდა მასტერკლასებში იოზეფ გინგოლდთან და ჟერარ პულესთან გრინზბოროში (აშშ), ბორის ბელკინთან სიენაში და რაინერ კუსმაულთან კარლ ფლეშის აკადემიაში ბადენ-ბადენში. არის სხვადასხვა კონკურსების პირველი პრიზის მფლობელი, მაგ. შვეიცარიის ახალგაზრდულ მუსიკალურ კონკურსში და ბრამსის კონკურსში; მიღებული აქვს Migros-ის, ქალაქ და კანტონ სანკტ-გალლენის კულტურული ფონდების პრიზები. 1994 წლიდან არის კონცერტმაისტერი ვინტერტურის Musikkollegium-ორკესტრში. ამის პარალელურად მრავალმხრივ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა როგორც სოლისტი სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად შვეიცარიაში და მის ფარგლებს გარეთ, თანამშრომლობს სხვადასხვა კამერულ ანსამბლებთან, მაგ. ციურიხის Collegium Novum-თან. რეალიზებული აქვს ჩანაწერები რადიოში და მიწვეული იყო სხვადასხვა ფესტივალზე (რივა დელ გარდა, პრაღის ზაფხული, ბრაუნვალდი, დავოსი).