ნიკოლას კორტი დაიბადა 1956 წელს. სწავლობდა ციურიხის კონსერვატორიაში ალტის სპეციალობით ოტავიო კორტისთან (მიიღო პედაგოგიური, საორკესტრო და სიმწიფის დიპლომი). შემდეგ სწავლობდა ემანუელ ვარდისთან ნიუ-იორკში. 1976 წლიდან მიწვეული მუსიკოსია ციურიხის Tonhalleorchester –ში და ციურიხის ოპერის ორკესტრში. იყო ციურიხის ყოფილი Collegium Musicum–ის (პაულ ზახერთან) წევრი. კამერული და სოლისტური გამოსვლები სხვადასხვა ფორმაციაში. 1982 წელს დაარსა Amati-კვარტეტი, რომელმაც მრავალი კონცერტით და ჩანაწერით მსოფლიოში გაითქვა სახელი. 1996 წლიდან ასწავლის ალტსა და კამერულ მუსიკას ციურიხის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში. წევრია ტრიოსი Musaïque (ფლეიტა, ალტი, ჩელო). 2005 წლიდან ვინტერტურის Musikkollegium-ის სოლო ალტისტია