ნიკა მაჩაიძე დაიბადა 1972 წელს თბილისში. კინოსა და თეატრის სარეჯისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ელექტრონულ მუსიკაში. წარმოშობით ქართველმა თავისი აზრიანი გრუვებით და დეფორმირებუილი პოპ-ჟღერადობებით არა მარტო პირველი ადგილი დაიკავა გერმანულ chill-out-ჩარტებში და შტურმით დაიპყრო იაპონელთა გულები, არამედ არაერთი პრიზიც მოიპოვა. ნიკა არის GOSLAB-ის ხელოვანთა კოლექტივის წევრი, პროდიუსერი, რეჟისორი და მწერალი. წერს მუსიკას თეატრისთვის, მუსიკალურად აფორმებს სარეკლამო რგოლებსა თუ მოდის შოუებს. კომპაქტ-დისკები "sestrichka" და "shentimental" გამოცემულია WMF REC-ისა და laboratory instinct-ის მიერ. ბოლო დროს აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვისაც წერს მუსიკას, თამნამშრომლობა თამრიკო კორძაიასთან უკვე მთელ რიგ ნაწარმოებებს ითვლის ფორტეპიანოსთვის, როგორც სოლო, ისე ელექტრონიკის თანხლებით ("children at play" და სხვა).