ნატალი მეიფარიანი დაიბადა 1977 წელს თბილისში. ვიოლინოზე დაკვრა ექვსი წლისამ დაიწყო პროფ. თამაზ ბათიაშვილთან. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიასა და შტუტგარტის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, მათ შორის პროფ. ქრისტიან სიკორსკისთან. სოლისტური განათლება მიიღო პროფ. სუზანე რაბენშლაგთან მანჰაიმში. 2002 წელს იყო DAAD-ს სტიპენდიატი. 1998 წლიდან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა საფორტეპიანო ტრიო "დაფიონში". ლაურეატია "გუადამორას" კამერული მუსიკის კონკურსის (ესპანეთი), კარლო სოლივას საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის (იტალია), სულხან ცინცაძის სახელობის კამერული მუსიკის კონკურსის და გაეტანო ძინეტის კამერული მუსისკის კონკურსის (იტალია). 2004 წელს გამოაქვეყნა კომპაქტდისკი ტრიო "დაფიონთან" ერთად. ამ დროიდანვეა მევიოლინე და ვოკალისტი რუსუდან მეიფარიანის ანსამბლში.