მიხეილ ხოშტარიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფ. გ. ბარნაბიშვილთან და მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა მ. როსტროპოვიჩისა და გ. კოზოლუპოვას ხელმღვანელობით. სოლო-საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად უკრავდა საქართველოს სახელმწიფო ტრიოში და მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში (მხატვრული ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე.) ამ კოლექტივებთან ერთად გამოდიოდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი, შვეიცარია, თურქეთი, ისრაელი, და კანარის კუნძულები. ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია.