მანანა ქანთარიამ 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. შოთა შანიძის კლასი). 1986 წლიდან თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრის კონცერტმაისტერია. 2005 წელს ჩაირიცხა ამავე კათედრის ასპირანტურაში (პროფ. ოთარ ჩუბინიშვილის კლასში). 1995 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიის პედაგოგია. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალობით. 2004 წლიდან ხელმძღვანელობს მევიოლინეთა ახალგაზრდულ ანსამბლს. აქტიურად მონაწილეობს შემოქმედებით ცხოვრებაში, სისტემატურად მართავს სოლო და კამერულ კონცერტებს. 2007 წლიდან თბილისის კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორია.