ლუკას ნიგლი დაიბადა კამერუნში 1968 წელს. არის ავან-კორ ტრიოს "Steamboat Switzerland"-ის წევრი (დომინიკ ბლუმთან და მარინო პლიაკასთან ერთად), წერს და ასრულებს მუსიკას თავისი ბენდისთვის ZOOM და BIG ZOOM (ნილს ვოგრამთან, ფილიპ შაუფელბერგერთან, კლაუდიო პუნტენთან და პეტერ ჰერბერტთან ერთად), ტრიოსთვის ბარი გაისთან და ჟაკ დემიერთან ერთად და აგრეთვე თავისი საერთაშორისო დასარტყამი კვარტეტისთვის Beat Bag Bohemia. აქვს საკონცერტო ტურნეები მთელს მსოფლიოში და მრავალი სახელგანთქმული ფესტივალის სტუმარია. კომპოზიციისა და იმპროვიზაციის ურთიერთმოსაზღვრე მრავალ სხვადასხვა კონტექსტში უკრავდა, სხვათა შორის, ფრედ ფრითთან, ჰანს კოხთან, პეტერ კოვალდთან, სამულ ნორისთან, ტომ ცორასთან, იკუე მორისთან, ჯონ კეილთან, პიერ ფავრთან, ერიკა სტაკისთან, ურს ლაიმგრუბერთან, არკადი შილკლოპერთან, ჟან-ლუი მატინიესთან, ვუ ვეისთან, სუზან აბულთან, ფილ მინტინთან, სუ ფენსიასთან ერთად.