ქეთევან თუშმალიშვილმა დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა. 1979 წელს მიენიჭა პარიზის მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება. 1982 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია.