ჯონ ეკჰარდტი დასაწყისში funk-ბენდებში უკრავდა ელექტრობასზე. ლიუბეკის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში კლასიკური კონტრაბასის სწავლისა და ჯაზის მრავალრიცხოვან პროექტებში მონაწილეობის შემდგომ მისი ინტერესის საგანი უფრო მეტად თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა ფორმები გახდა – კომპოზიციაც, იმპროვიზაციაც და ელექტრონული საშუალებების ელექტრონული საშუალებების გამოყენებაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის DAAD-ის ორწლიან სტიპენდიას აშშ-ში, ჰარტფორდის უნივერსიტეტში, რობერტ ბლეკთან. სოლო პროექტების პარალელურად ბოლო წლებში მისი მუშაობის დიდი წილი ახალი მუსიკის ანსამბლებში თანამშრომლობას ეთმობა. ის მუდმივი წევრია მთელ რიგ ანსამბლებში და ხშირადაა მიწვეული მსოფლიო სახელის ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა Klangforum Wien, Ensemble Modern, MusikFabrik NRW (ამ უკანასკნელში აგრეთვე ელექტრობასისტად) და სხვა. ჩვენი დროის სხვადასხვა კოპოზიტორებთან, დირიჟორებთან და შემსრულებლებთან თანამშრომლობამ მას მრავალი საერთაშორისო ფესტივალისკენ გაუხსნა გზა. ამას გარდა ინტერესით მუშაობს ტრადიციული ინსტრუმენტებისა და ლივე-ლექტრონიკის სინთეზზე თავისი შექმნილი კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, ახორციელებს კომპოზიტორულ პროექტებს ახალ მუსიკასა Drum'n’Bass–ს შორის, აუდიო ინსტალაციებს და სხვა; ცხოვრობს ჰამბურგში, ნავსადგურის აკუსტიკურ სიახლოვეს