გიგა ხელაია დაიბადა 1977 წელს თბილისში. ჩელოზე მეცადინეობა ცხრა წლისამ დაიწყო. უკვე 1993 წელს მიიღეს თბილისის კამერულ ორკესტრში და თბილისის სახელმწიფო ორკესტრში. სწავლობდა ტროსინგენის და მანჰაიმის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში. 1998 წლიდან აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა ტრიო "დაფიონის" ჩელისტად. მიღებული აქვს პრიზები კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსებზე. 2004 წელს გამოუშვა კომპაქტ-დისკი საფორტეპიანო ტრიო "დაფიონის" შემადგენლობაში. თავისი მთავარი შემოქმედებითი იმპულსების წყაროდ მიაჩნია სხვებთან ერთად ებერჰარდ ფელცი, პეტერ ბუკი (მელოს კვარტეტი), ვერდის კვარტეტი, არტემის კვარტეტი, და "ტრიო ოპუს 8".