დანიელ მელერი დაიბადა 1986 წელს ლა-შო-დე-ფონში, ვიოლინოზე ცხრა წლისამ დაიწყო მეცადინეობა კაროლ ჰერინგთან ნუშატლის კონსერვატორიაში. მოგვიანებით სწავლობდა ციურიხის ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში ჯერ პროფ. ზახარ ბრონთან და შემდეგ პროფ. ნორა შასტენთან. სოლო გამოსვლები ჰქონდა :Radio Suisse Romande-ში (Schubertiade, Espace 2) 2007 წელს მიიღო Aspen-სტიპენდია ტონჰალეს ორკესტრის (ციურიხი) მთავარი დირიჟორის, დავიდ ცინმანისგან.