თამრიკო კორძაია სწავლობდა თბილისში ნანა ჩიკვაიძესთან, ნოდარ გაბუნიასთან და ნანა ხუბუტიასთან, შვეიცარიაში ჰომერო ფრანცაშთან და ჰანს-იურგ შტრუბთან. მიღებული აქვს მრავალი ნაციონალური და ინტერნაციონალური ჯილდო, მათ შორის პირველი პრიზი და მოცარტის ინტერპრეტაციის სპეციალური პრიზი საკაის საერთაშორისო კონკურსზე ოსაკაში და ქალაქ ვინტერტურის კულტურის ფონდის პრიზი. არის ტრიო "Trafique"-ის წევრი საქსოფონისტ რაფაელ კამენიშთან და ჩელისტ ჰუგო სმიტთან ერთად; საფორტეპიანო დუეტში დომინიკ ბლუმთან (Steamboat Switzerland-ის ორღანისტი) ერთად უკრავს უახლეს საფორტეპიანო მუსიკას. 2005 წელს გამოაქვეყნა კომპაქტ-დისკი ქრისტოფ დელცის სრული საფორტეპიანო შემოქმედების ჩანაწერით.