რაფაელ კამენიში თავის მუსიკალურ გატაცებას უამრავ სხვადასხვა ფორმაციაში დაკვრით გამოხატავს, იქნება ეს დუეტი ფორტეპიანოსთან, საქსოფონების კვარტეტი თუ დუო ელექტრონიკასთან. მისი მრავალფერი სტილისტური სპექტრი და გარდასახვის უნარი ამ დროს მთავარ როლს თამაშობს. ის ერთნაირი მონდომებით ეკიდება როგორც „ტრადიციულ, კლასიკურ“ ლიტერატურას საქსოფონისთვის, ისე ელექტროაკუსტიკურ მუსიკას და თავისუფალ იმპროვიზაციას. არის უამრავი ახალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი, ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას როგორც სოლისტი და კამერული მუსიკოსი და სახელი გაითქვა, უპრიველეს ყოვლისა, როგორც თანამედროვე მუსიკის შემსრულებელმა.