ფილიპ შაუფელბერგერი დაიბადა 1970 წელს გეტინგენში და უკვე თითქმის ოცი წელია აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა, მაგ. პიერ ფავრის, ლუკას ნიგლისა და ჰარალდ ჰერტერის ანსამბლებში. დაკრული აქვს ისეთ მუსიკოსებთანაც, როგორებიც არიან დუი რედმანი, მაიკლ ბრეკერი, პოლ მოუშენი, კენი უილერი, ართურ ბლაითი, ჯიმ ბლეკი და მრავალი სხვა. ტურნეებზეა ნამყოფი მთელს ევროპაში, კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში; ფესტივალებზე - მონტრეს, ვილისაუს, ჩრდილოეთის ზღვის, მოერსის, ლევერკუზენის, ვანკუვერის, შანხაის, ბათის, ამსტერდამის, რომის და სხვა. როგორც პროდიუსერი და კომპოზიტორი ავტორია ორმაგი კომპაქტდისკისა "measured & detale" და მრავალი რადიოდადგმისა შვეიცარიისა და გერმანიის რადიოპროგრამებისთვის. მისი გადაცემა "The Fizrok Show" ორ თვეში ერთხელ გადის ციურიხის რადიო "LoRa"-ს ეთერში.