ნილს ვოგრამი ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტრომბონისტია ევროპაში. მისი, როგორც ბენდლიდერის, სახელით აქამდე გამოქვეყნებულმა თხუთმეტივე კომპაქტდისკმა (მათ შორის Enja Records–სა და Intuition-ში) დიდი გამოხმაურება და აღტაცება ჰპოვა პრესაში როგორც დახვეწილი კომპოზიციების, ისე მათი ბრწყინვალე შესრულების გამო.