ნუცა კასრაძემ დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა (პედაგოგი მანანა ბარათაშვილი); ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფ. ნოდარ გაბუნიას კლასში; ასპირანტურაში სწავლა გააგრძელა პროფ. ნანა ხუბუტიასთან. 1998 წელს მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება პიანისტთა IV საერთაშორისო კონკურსზე ქ. მარკოპულოში (საბერძნეთი). 2000 წელს გახდა პრეზიდენტის სტიპენდიატი. იტალიაში ქ. ბარლეტას პიანისტთა IX საერთაშორისო კონკურსზე I „აბსოლუტ პრემია“ და „აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პიანისტის“ სპეციალური პრიზი. მონაწილეობდა 2006 წელს შვეიცარიასში, ციურიხსა და ბაზელში გამართულ თანამედროვე მუსიკის ფესტივალში. ამავე წელს იტალიაში, ქ. რომის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა I პრემიით და სპეციალური პრიზით. გავლილი აქვს მასტერკლასი პროფ. ს. დორენსკისთან მოსკოვში. არის კორეპეტიტორი თბილისის სახელმწიფო კონსერავორიაში