მარიანა ასრიევა 1993-2001 წლებში სწავლობდა მუსიკალურ გიმნაზიაში ვიოლინოს კლასში, 1998-2000 წელს სწავლობდა შვეიცარიაში Kayaleh Violin Academy –ში. 2001 წელს შევიდა და 2005 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვიოლინოს სპეციალობით. არის შემდეგი ჯილდოების და სტიპენდიების მფლობელი: 2001: მეორე პრიზი ჩილინგარიანის სახელობის სრულიად სომხეთის კონკურსზე (ვიოლინო, ალტი, ჩელო) ერევანში. 2002: მესამე პრიზი, დიპლომი და მედალი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე თბილისში. 2003: მეოთხე პრიზი სულხან ცინცაძის სახელობის კამერული მუსიკის მეორე კონკურსში თბილისში (კვარტეტის შემადგენლობაში). 2003: მესამე პრიზი და მედალი საქართველოს მესამე რესპუბლიკურ კონკურსში თბილისში. 2002, 2003: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია. 2004: ვლადიმირ სპივაკოვის სტიპენდია. 2005: მესამე პრიზი, ლაურეატის დიპლომი, მედალი და სპეციალური პრიზი თანამედროვე ნაწარმოების შესრულებისთვის არამ ხაჩატურიანის საერთაშორისო კონკურსზე ერევანში. 2004 წელს მონაწილეობდა ჟერომ პერნოს მასტერკლასსა და კონცერტში პარიზში. 2003, 2004 და 2005 წელს მონაწილეობდა Apple Hill-ის კამერული მუსიკის ფესტივალში (აშშ). 2005 წლიდან არის კავკასიის კამერული ორკესტრის წევრი. 2005 და 2006 წელს მონაწილეობდა "Close Encounters"-ფესტივალში (საქართველო-შვეიცარია).